суббота, 17 ноября 2018 г.

IX დღე

დღე დავიწყეთ პოზიტიურად. გადავამოწმეთ ჩვენი დოკუმენტაცია, შევავსეთ და დავასრულეთ გამოტოვებული ველები. ვისწავლეთ ბლოგზე შექმნილი პროდუქტის ატვირთვა, რედაქტირება და გამოქვეყნება. ტრენერისაგან მივიღეთ კითხვებზე პასუხი და სასარგებლო რჩევები, რასაც მომავალი მუშაობის დროსაც გამოვიყენებთ.
 ვთვლი, რომ  ჩატარებული ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი იყო.  მადლობა ჩვენს ტრენერს :  ბატონ გია არავიაშვილს. 

პორტფოლიოს პრეზენტაცია

пятница, 16 ноября 2018 г.

VIII დღე

დღევანდელი  დღე დაიწყო დავალების შემოწმებით.
შემდეგ პრეზენტაციის შეფასებისა  და კოლაბორაციული შეფასების რუბრიკა მოვარგეთ ჩვენს პროექტს და წარვადგინეთ აუდიტორიის წინაშე. შემდეგ ეს საქაღალდეები ავტვირთეთ ჩვენს  googl-drive ში.
განვიხილეთ სახელმძრვანელოდან მე-6 მოდული, სადაც საუბარია დიფერენცირება და ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესში. განვიხილეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ.
განვიხილეთ კონელის კითხვარი- მრავალმხრივი ინტელექტის გაზომვის ინსტრუმენტი. ასევე განვიხილეთ სახელმძღვანელოდან მე-7 მოდული, სადაც საუბარია როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდასა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის. ამისთვის დამხმარე მასალად შევიმუსავეთ შაბლონი ფასილიტაციისთვის.
 ბოლოს შევაჯამეთ სამუშაო დღე და მივიღეთ საშინაო დავალება.

воскресенье, 11 ноября 2018 г.

VII დღე

მოვახდინეთ  ,,google slid" - ის პრეზენტაცია, მივიღეთ რჩევები, რომელსაც გავითვალისწინებთ და გავაკეთებთ კორექტირებას.  გადავიკითხეთ გეგმის ნიმუში ,,რომეო და ჯულიეტა" რათა ჩვენს გეგმებს მოვარგოთ შესაბამისი მსვლელობა. ვიმუშავეთ მოდული 4-ის (სასწავლო ნიმუშის შექმნა) და შევქმენით მოსწავლის ჩეკლისტი და დავიწყეთ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშის შევსება. განვიხილეთ მოსწავლის პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები. მივიღეთ საშინაო დავალება: დავასრულოთ დაწყებული და განხილული ფორმები.

суббота, 10 ноября 2018 г.

VI დღე

შევამოწმეთ საშინაო დავალება, შევასწორეთ ხარვეზები. ვიმუშავეთ images google. com -  ზე.  გავეცანით ზოგად საძიებო სისტემებს, ვისწავლეთ ტექსტისა და სურათების ჩასმა ბლოგზე. შევადგინეთ კითხვარი  ,, google drive" - ზე.  მივიღეთ საშინაო დავალება.

ბიზნესის განვითარების ეტაპები

როგორ შევადგინო ბიზნეს გეგმა

пятница, 9 ноября 2018 г.

V დღე



  განვიხილეთ საშინაო დავალება.  შევავსეთ პროექტის შეფასების დროის ჩარჩო. შევავსეთ პრეზენტაციის ჩეკლისტი. ვიმუშავეთ გუგლპრეზენტაციაზე და ჩვენი პორტფოლიო განვათავსეთ ბლოგზე.  მივიღეთ საშინაო დავალება: დავასრულოთ პორტფოლიოს პრეზენტაცია.

вторник, 6 ноября 2018 г.



 IV  დღე:   დღე დაიწყო 
   დღე დაიწყო  საშინაო დავალების  შემოწმებით,განვიხილეთ   რამდენიმე  გეგმის ნიმუში, მივიღეთ  რეკომენდაციები და შევავსეთ პროექტის რამდენიმე ველი. განვიხილეთზოგადი, თემატური, შინაარსობრივი კითხვები, მოვახდინეთ კლასიფიკაცია და კვლავ შევავსეთ პროექტები.  განვიხილეთ  განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების  აქტივობები.  დღის  ბოლოს  მივიღეთ საშინაო  დავალება:   პროექტში თემის შესაბამის   შეფასების აქტივობებზე მუშაობა.

воскресенье, 4 ноября 2018 г.

დღე III


 განვიხილეთ პირველი მოდულის მეორე აქტივობა,  ბუკლეტის ჩეკლისტები, შევქმენით ბროშურები, ვიმუშავეთ შინაარსობრივ და ზოგადი კიტხვების დასმაზე.

суббота, 27 октября 2018 г.

დღე II

 შევქმენი ბლოგი  gmail- ის გვერძე პროექტის მასალების განსათავსებლად, რათა ჩემი ატვირთული მასალები ხელმისაწვდომი იყოს როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე მშობლებისათვის.
განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონი, სადაც შევიტანე ჩემი პროექტის თემა, მიზნები, შესაბამისი სტანდარტი და ინდიკატორები.
განვიხილეთ ბუკლეტის შედგენისა  და ჩეკლისტის შევსების სტრუქტურა მშობლების ინფორმირებისთვის.

пятница, 26 октября 2018 г.

დღე პირველი





         1. გავიცანით ერთმანეთი, მათ შორის ტრენერი გიორგი არავიაშვილი.
         2.  დღის წესრიგი.
         3. ინტელის პროექტით სწავლების შინაარსი.
         4. ,, გუგლი-დრაივის"  გამოყენება
         5.  მივიღეთ დავალება:  შეგვერჩია პროექტის თემა და გვეპასუხა  ტრენერის ბლოგზე ,,დამხმარე"                      ველში   მოცემულ კითხვებზე.




         ტრენინგის სახელმძღვანელო არის შემდეგ ბმულზე